რა არის 4.5G LTE-Advanced ქსელი
  • გაზრდილი ინტერნეტსიჩქარე
  • ინტერნეტსიგნალის მკვეთრად გაზრდილი შეღწევადობა შენობებში
  • უფრო დიდი ტერიტორიების დაფარვა
  • უფრო მეტი მომხმარებლის მომსახურება
4.5G LTE-Advanced ქსელი წარმოადგენს ბოლო სიტყვას მობილური კავშირგაბმულობის სფეროში და მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს 187 მბ/წმ-მდე ზრდის.

LTE-Advanced ტექნოლოგიაში მონაცემთა გადაცემის სიჩქარის გაზრდა ორი სიხშირული სპექტრის - 1800 MHz და 800 MHz - აგრეგაციის შედეგად ხდება, ანუ მობილური ტელეფონი ორივე სიხშირულ სპექტრს ერთდროულად იყენებს, რაც მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს თითქმის აორმაგებს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვნად იზრდება გადამცემი სადგურების გამტარუნარიანობა, რაც მეტი მომხმარებლის მომსახურების საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია ისიც, რომ 800 MHz სიხშირის თავისებურებიდან გამომდინარე, მისი სიგნალი კარგად აღწევს რკინა-ბეტონის ნაგებობებში და სარდაფებში, სადაც აქამდე მობილური სიგნალის მიღება სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

LTE-Advanced ტექნოლოგიით სარგებლობისთვის მომხმარებელს არ სჭირდება რაიმე დამატებითი ქმედებების განხორციელება, საჭიროა მხოლოდ შესაბამისი მობილური ტელეფონი, რომელსაც აქვს ორივე სიხშირული სპექტრის აგრეგაციის შესაძლებლობა.
ბეჭდვა