მაგთის სტიპენდია კიდევ 10 პირველკურსელს მიენიჭა
30 ნოემბერი, 2016 წ.
მაგთიკომმა არც წელს დაარღვია ტრადიცია და, გასული წლების მსგავსად, ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე ათი პირველკურსელი სტუდენტი 1-წლიანი სტიპენდიით, 1200 ლარით დააჯილდოვა.

მაგთის ახალი სტიპენდიატები გახდნენ: თამარ არჩვაძე, ლუკა ჯანჯღავა, საბა ბეჟაშვილი, ვახტანგ რამიშვილი, ლევან ტაბიძე, ზურაბ კაციტაძე, მარიამ ბენიძე, ელენე ალბექიონი, მარიამ სვანაძე, გიორგი შავოშვილი.

სხვა საჩუქრებთან ერთად, მაგთის სტიპენდიატებს „ჟანგბადის“ პაკეტებიც გადაეცათ: მაგთის  სიახლე - „ჟანგბადი“ - განსაკუთრებით სტუდენტებს აინტერესებთ, რადგან მოსახერხებელია და ხელმისაწვდომი: „ჟანგბადი“  1-კვირიანი პაკეტია, 1000 მეგაბაიტი მობილური ინტერნეტით და 1000 SMS-ით.
„მიგვაჩნია, რომ უკვე ტრადიციად ქცეული მაგთის სტიპენდია სასიამოვნო სტიმულია სტუდენტებისთვის, მაგთიკომი მომავალშიც გააგრძელებს განათლების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას“, - აცხადებენ მაგთიკომში.
ბეჭდვა
იხილეთ სხვა სიახლეები