პორტირების პროცედურა
17 თებერვალი, 2011 წ.
რას ნიშნავს ნომრის პორტირება?
ნომრის პორტირება საშუალებას გაძლევთ, თქვენი არსებული მობილური ნომრის შეუცვლელად გახდეთ სხვა ქსელის აბონენტი.

ნომრის პორტირება უფასოა.

რატომ უნდა დავპორტირდე მაგთიკომში?

იყო მაგთის, ბანის ან ბალის აბონენტი ნიშნავს:
-    იყო ნომერ პირველი მობილური ოპერატორის აბონენტი;
-    ისარგებლო საქართველოში ყველაზე ვრცელი და ხარისხიანი დაფარვის ზონით;
-    მიიღო 2G, 3G, და 4G/LTE ინტერნეტ-ქსელის ასევე ყველაზე ვრცელი და ხარისხიანი მომსახურება მთელს საქართველოში;
-    ესაუბრო დაბალი ტარიფებით ყველაზე მეტ აბონენტს საქართველოში;
-    ისარგებლო სპეციალურად თქვენთვის შექმნილი სხვადასხვა სერვის-პაკეტებით;
-    ისარგებლო უამრავი დამატებითი სერვისით.


პორტირების პროცედურა:

1.    შეავსეთ განაცხადის ფორმა სრულყოფილად;
2.    შევსებული და ამობეჭდილი ფორმა მოიტანეთ მაგთიკომის ნებისმიერ ოფისში; პორტირების განაცხადის შევსება შესაძლებელია უშუალოდ ოფისშიც;
3.    აირჩიეთ სასურველი ბრენდი, გაეცანით პორტირების პირობებს და განაცხადზე ხელმოწერით დაადასტურეთ თანხმობა ჩვენს ქსელში პორტირებასთან დაკავშირებით;
4.    იმ შემთხვევაში თუ ნომერს არ აქვს პორტირების შეზღუდვები* პორტირების პროცესი დასრულდება 3 სამუშაო დღეში.


გთხოვთ, გაითვალიწინოთ:
სააბონენტო ნომრის გაუქმების (ტერმინაციის) შემთხვევაში, ნომერი უბრუნდება მის თავდაპირველ მფლობელ ოპერატორს, ამიტომ მიმღებ ოპერატორთან ნომრის აღდგენა შეუძლებელია.



ხშირად დასმული კითხვები:



შემიძლია თუ არა განაცხადის სხვის მაგივრად შევსება / სხვაზე გაფორმებული ნომრის პორტირება?
განაცხადის შევსება შესაძლებელია ნებისმიერ ნომერზე. თუმცა, შევსებული განაცხადის წარდგენა მაგთიკომის ოფისში, პირადობის დამადასტურებელი საბუთის თანხლებით, უნდა მოხდეს იმ პირის მიერ, რომელზეც არის გაფორმებული დასაპორტირებელი ნომერი.

როდის მოხდება პორტირება?
როგორც წესი, პორტირება ახალ ქსელში სრულდება განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღეში. თუმცა, ვადა და პროცედურები შეიცვლება თუ:
-დასაპორტირებელ ნომერზე ირიცხება გასული თვის დავალიანება და/ან დასაპორტირებელი ნომრის შემოწმებისას მასზე ფიქსირდება მომსახურების შეზღუდვა მიმდინარე დავალიანების გამო.

რა შემთხვევაში შეიძლება ვერ განხორციელდეს ნომრის პორტირება?  /უარის მიზეზები/:

ნომრის პორტირება ვერ განხორციელდება, თუ:
-დასაპორტირებელი ნომერი გაფორმებულია სხვა პირზე და არა პორტირების განაცხადის წარმდგენზე ან ნომრის მფლობელი დაუდგენელია;
-დასაპორტირებელ ნომერზე ირიცხება გასული თვის/თვეების დავალიანება და/ან დასაპორტირებელი ნომრის შემოწმებისას მასზე ფიქსირდება მომსახურების შეზღუდვა მიმდინარე დავალიანების გამო;
-ქსელში ჩართვიდან ან სააბონენტო ნომრის უკანასკნელი პორტირებიდან არ გასულა 30 დღე;
-პორტირების მსურველ პირს უკვე წარდგენილი აქვს განცხადება იგივე სააბონენტო ნომრის სხვა ოპერატორის ქსელში პორტირების თაობაზე.

ვერ ვახერხებ განაცხადის  შევსებას/ სისტემა ბლოკავს ჩემს განაცხადს. რატომ?
იმ შემთხვევაში თუ განაცხადს ვერ ავსებთ / სისტემა ბლოკავს თქვენს განაცხადს, ეს ნიშნავს, რომ:
-  დასაპორტირებელი ნომერი ერთხელ უკვე იყო დაპორტირებული და მას შემდეგ ჯერ არ გასულა 30 დღე ან
- დასაპორტირებელ ნომერზე ფიქსირდება პარალელური პორტირება სხვა ოპერატორის ქსელში;

შემიძლია თუ არა პორტირების განაცხადის ხელმეორედ  შევსება?
ნომრის პორტირებაზე ხელმეორე განაცხადის შევსება შესაძლებელია:
-    პორტირებაზე უარის მიღების შემთხვევაში, უარის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ;
-    უკვე პორტირებული ნომრის ხელმეორედ პორტირების სურვილის შემთხვევაში, ამ ნომრის უკანასკნელი პორტირებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ.

იცვლება თუ არა ნომერი პორტირებისას?
ნომრის სხვა ქსელში და ერთი და იმავე ქსელის სხვა ბრენდში პორტირებისას ნომერი არ იცვლება, რჩება იგივე.

ფასიანია თუ არა პორტირება?
ნომრის პორტირება უფასოა.

რამდენჯერ და რამდენი ნომრის პორტირება შემიძლია?
ნომრის განმეორებით პორტირება შესაძლებელია უკანასკნელი პორტირებიდან 30 დღის შემდეგ.

შესაძლებელია თუ არა ნომრის პორტირების მოთხოვნის გაუქმება?
ნომრის პორტირების მოთხოვნის გაუქმება შესაძლებელია პორტირებამდე მაქსიმუმ 24 საათით ადრე.
პორტირების გასაუქმებლად უნდა მობრძანდეთ მაგთიკომის მომსახურების ნესბისმიერ ოფისში.














ბეჭდვა